სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი ხელვაჩაურის რაიონის
სოფელ
სარფში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი
ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად
დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე
სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები