ზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ საკუთარი გუნდის წარდგენა
გადადო. პრეზენტაცია დღეს 12 საათზე იყო დანიშნული, თუმცა, მერის
ინფორმაციით,
გარკვეული ტექნიკური და პროცედურული საკითხების გამო წარდგენა ხვალ ან
ზეგ გაიმართება.
„ჩემი გუნდის ნაწილი ზუგდიდში არ იმყოფება, ზოგი მე გავუშვი საქმეზე.
არის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომელიც უნდა
გავიაროთ. მინდა, რომ წარდგენა იყოს სრულყოფილი, ამიტომაც გადავდე“, -
აღნიშნა გოგიამ.
ახალმა მერმა ორი მოადგილე და მერიის ათი სამსახურის უფროსი უნდა
წარადგინოს.
მასალის გამოყენების პირობები