რეგიონი
ზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 90-იან წლებში დამარხული ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.

„ ვიზუალური დათვალიერებით ის ახალგაზრდა ჩანდა. ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ზედა და ბათინკი ეცვა. ჩემი ვარაუდით ის ასე 30 წლის წინ არის მოკლული და ვიღაცამ პარკში გაახვია და სასწრაფოდ დამარხა, რადგან სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიცვალებული 50 სანტიმეტრზე დაემარხათ. პარკში სხვა არაფერი იდო,“, - ამბობს ააიპ „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლი ანზორ კალანდია, რომელმაც მომხდარის შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინა.


ცხედარი დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს. მას შემდეგ, მისი ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.



„ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, რათა მისი და ჩვენ ხელთ არსებული რამოდენიმე უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის დეენემის ანალიზი ერთმანეთს შევედაროთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ძალიან სენსიტიური თემაა. შეიძლება გამოჩნდეს გაუჩინარებული ადამიანის ოჯახი“, - გვითხრა ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ.


წითელი ჯვარი უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების შესახებ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მონაცემებით გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროსა და  2008 წლის ომის დროს დაკარგულად 2300-მდე ადამიანი მიიჩნევა.


ადგილი სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საფლავს შორისაა მოქცეული. „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომელი, ანზორ კალანდია, ვარაუდობს რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შესასწავლია, რადგან შესაძლოა იქ სხვა უსახელო საფლავებიც აღმოჩნდეს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.