ზუგდიდის საკრებულოში აპარატისა და განყოფილებების ხელმძღვანელები დაინიშნნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შტატების დაკომპლექტება
მიმდინარე კვირას დასრულდება. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ საკრებულოს აპარატის
ხელმძღვანელმა ნატა პაპასკირმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით,
საკრებულოს განყოფილებების ხელმძღვანელი პირების ვინაობა
ცნობილია.
საფინანსო საკითხთა განყოფილებას ახალ საკრებულოში ნინო ქაძანაია
უხელმძღვანელებს, იურიდიულ საკითხთა განყოფილებას ნინო დაგარგულია,
მატერიალურ ტექნიკურ საკითხთა განყოფილებას - გიორგი გოგია, საქმის
წარმოების განყოფილებას მამუკა სიჭინავა, ხოლო მედიასთან და
არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი
მირიანე კილასონია იქნება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების განხილვა. საუბარია
ლიკვიდირებული გამგეობისა და მერიის საკრებულოების თანამშრომლებზე,
რომელთა შეფასებაც მოხდა. საბოლოო გადაწყვეტილებას შეფასებისა და
შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარე მიიღებს,
როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პაპასკირმა.
ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციაში სულ 30
შტატია.
მასალის გამოყენების პირობები