ძლერმა ქარმა ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
აფხაზეთში მოსულმა ძლერმა ქარმა ტყვარჩელის და ოჩამჩირეს რაიონში
ელექტროგადამცემი ხაზები ჩამოგლიჯა, რის გამოც მოსახლეობის
ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, ამის შესახებ კომპანია
„ჩერნომორენერგოს“ პრეს სამსახური ევრცლებს ინფორმაციას.
„უმოკლეს დროში ელექტროენერგიის აღსადგენად, ავარიის ადგილზე
„ჩერნომორენერგოს“ ბრიგადები მუშაობენ“, -
განუცხადა „აფსნიპრესს“ კომპანიის წარმომადგენელმა ვალერი
პენტიუხოვმა.
გამოცემის ცნობით, შავი ზღვისპირეთის სანაპიროს ტერიტორია სამშაბათს
დღის მეორე ნახევარში, ყირიმის ნახევარკუნძულიდან მომავალი ციკლონის
ცენტრში აღმოჩნდა, რასაც ამინდის გაუარესება, კერძოდ, ძლიერი წვიმა და
ქარი მოყვა.
მასალის გამოყენების პირობები