ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვები არ იმოქმედებს
ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00
საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე
პიროტექნიკის გამოყენებისას
გამონაკლისი დაიშვება და კანონით განსაზღვრული აკრძალვა არ
იმოქმდებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772 პრიმა მუხლი
არეგულირებს ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების წესებს. თუმცა,
არსებობს გამონაკლისი შემთხვევა“, - აცხადებენ შსს-ში.
შს სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის მოახლოებასთან
დაკავშირებით პიროტექნიკის გამოყენებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები
გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
მასალის გამოყენების პირობები