რუს სამხედროებს, რომლებიც გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მსახურობენ, 78
ბინის გასღები გადასცეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებული საცხოვრებელი
კომპლექსი 5 ორსართულიანი სახლისგან შედგება. ბინები შესაბამისი
საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ავეჯითაა აღჭურვილი. კორპუსების მიმდებარე
ტერიტორიაზე საბავშვო მოედნებია მოწყობილი.
აფხაზური მედიის ცნობით, 2018 წელს დაგეგმილია სამხედრო გაერთიანების
200 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფა. ამჟამად,
ბაზის ტერიტორიაზე 14 იდენტური სახლის, ასევე საბავშვო ბაღის, სკოლის
და სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები