ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაფიჩხოვოს ლედარსალეს უბანში გზის
რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით
ხორციელდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დღემდე
არ ყოფილა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ
თაიაშიც ჩატარდება. ახალი გზა აქ 7კილომეტრზე დაიგება. პროექტის
ღირებულება ჯამში 1 800 000 ლარის შეადგენს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დღეს გზის მიმდინარე
სამუშაოები დაათვლიერა.
მასალის გამოყენების პირობები