სინოპტიკოსები ხვალ ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიან შტორმს
ვარაუდობენ. მათი ინფორმაციით, უამინდობა სამი დღის მანძილზე
გაგრძელდება. „ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის
განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი
მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 15 მეტრი წამში იქნება. საშტორმო
მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“, - განაცხადა ჰიდროგრაფიული
სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა
კარასევამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ოთხი დღის
განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად
დაეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ქარბუქი და 4-6
ბალიანი შტორმი. ამასთან, მაღალ მთაში სინოპტიკოსები თოვლს
ელოდებიან.
ამავე თემაზე:
მოსალოდნელი შტორმი, ღვარცოფი და მეწყერი -
საქართველოში ამინდი უარესდება
მასალის გამოყენების პირობები