ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის
ლიკვიდირება შეძლეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის
ეროვნულ
სააგენტოში დაუდასტურეს.
„ამ წუთებში მიმდინარეობს ტერიტორიის გადასინჯვის სამუშაოები, რომ
ცეცხლის გაჩენის ან გავრცელების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული“, -
განმარტეს სააგენტოში.
რუხში დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
ცეცხლი ეკალ-ბარდებს, ბალახებსა და ბუჩქებს ეკიდა. ხანძრის კერები
რამდენიმე ჰექტარზე იყო გავრცელებული.
ხანძრის გამომწვვეი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე თემაზე:
საგანგებო
სიტუაციათა მართვის სააგენტო: ხანძრის ლოკალიზება, ჯერჯერობით, ვერ
ხერხდება
რუხში რამდენიმე
ჰექტარზე ხანძარია
მასალის გამოყენების პირობები