მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსი მამუკა კეკელია ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ
მისმა
ადვოკატმა ივლიანე ხურცილავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რაც შეეხება
საქმის მასალებს, ხურცილავას განმარტებით, მათ ისინი არ მიუღიათ და
შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზეა საუბარი.
დაკავებულები ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან
მოთავსებულები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის
აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე
მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის
სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების
ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი
ნაწილებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ფინანსურმა
პოლიციამ მარტვილის გამგეობაში ორი სამსახურის უფროსი დააკავა
მასალის გამოყენების პირობები