ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა.
ინტენსიური თოვა ზუგდიდში დღეს დილიდან დაიწყო. გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, თოვა ორი
დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო
დაეცემა.
ყულიშკარის წმ.გიორგის მამათა მონასტერი
ყულიშკარის წმ.გიორგის მამათა მონასტერი
სოფელი
ყულიშკარი
„ნალექი თოვლის სახით 25 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება
ჰაერის ტემპერატურას, 3-დან 5 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -2-დან -4
გრადუსამდე“, - აღნიშნეს სააგენტოში.
სოფელი ყულიშკარი
ცივი ამინდი სამეგრელოში 25 ნოემბრამდე შენარჩუნდება, 26-დან კი
დათბება და გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები