რეგიონი
ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა (ვიდეო)
სოფელ ყულიშკარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. მან მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„სულით და გულით მინდა, რომ მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეს სრულიად საქართველოში აღნიშნავენ. ეს დღე თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რამეთუ წმინდა გიორგისაგან ველოდებით შემწეობასა და თანადგომას. წმინდანს უპირველესად შევთხოვთ საქართველოს გამთლიანებას“, - აღნიშნა მან.



ტაძარში მისულ მრევლს საშუალება ჰქონდა მამა სერაფიმეს გალობა არამეულ ენაზე მოისმინა.




„სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა მოწამის დღეს. ვულოცავ ჩვენს ზუგდიდელებს“, - თქვა მამა სერაფიმემ.



მამა სერაფიმე წარმოშობით ისტორიული მესოპოტამიიდანაა და მშობლიური ენა არამეულია. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, მას დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა იგი, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი ბერ–დიაკვანია საქართველოში, რომელიც წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს.



მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ ზეიმობენ: 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამებისა და 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.