რაულ ხაჯიმბა ე.წ. სამხრეთ ოსეთში „ოფიციალური“ ვიზიტით გაემგზავრება.
შეხვედრაზე, რომელიც 26-27 გაიმართება,
„ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვა და შეთანხმებების
ხელმოწერაა დაგეგმილი“. ინფორაციას ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის
პრეზიდენტის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.
დელეგაციაში, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის
ანატოლი ბიბილოვის მოწვევით ჩავა ცხინვალში, დე ფაქტო რესპუბლიკის
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა, განთლების
და სოფლის მეურნეობის მინისტრები შევლენ.
გამოცემის ცნობით, უფრო ადრე, 2017 წლის აპრილში აფხაზური დელეგაცია
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის
ინაუგურაციასაც დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები