არა ქალების მიმართ ძალადობას - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
14:08 / 25.11.2017
"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრმა“ ზუგდიდის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად ქალთა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ხელში
ეჭირათ ტრასპარანტები წარწერით: „ქალზე ძალადობა დანაშაულია“,
„დაიცავი ჩვენი შრომით უფლებები“, „სტერეოტიპები მკლავს“. მათი თქმით,
საქართველოში ამ კუთხით საგანგაშო სტატისტიკაა.
„ჩვენი ქალაქი ეხმაურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან
კვირეულს და ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას, რათა ეს პრობლემა
გახდეს უფრო აქტუალური. წლევანდელი კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ
ერთად შევაჩეროთ ძალადობა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალები
მოწყვლად ჯგუფებად იქცნენ“, - აღნიშნა "სამოქალაქო აქტივობისა და
თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
დღევანდელ აქციას „თანასწორობის მოძრაობა“ და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
"განსაკუთრებით ვგმობ ტრანსგენდერი, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების
მიმართ ძალადობას, რადგან ისინი, თითქოს, უხილავები არიან და
საზოგადოება საერთოდ არ საუბრობს მათ პრობლემებზე", - თქვა
ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ.
საკრებულოს წევრის ეკატერინე კიფაიას თქმით, თვითმმართველობა ამ
მიმართულებით მუშაობას გეგმავს, რისთვისაც პირველ ეტაპზე საკრებულოში
გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები