ცხინვალში „ოფიციალური“ ვიზიტის პირველ დღეს რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო
სამხრეთ ოსეთის ახალ პრეზიდენტს
ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის
საკითხები განიხილეს, ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, წერს
აფხაზური მედია.
დელეგაციაში, რომელიც ანატოლი ბიბილოვის მოწვევით ჩავიდა ცხინვალში,
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საგარეო
საქმეთა, განთლების და სოფლის მეურნეობის მინისტრები
შედიან.
უფრო ადრე, 2017 წლის აპრილში აფხაზური დელეგაცია დე ფაქტო სამხრეთ
ოსეთის ახალი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციასაც
დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები