ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის
სოფელ რუხში 6,120 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის
რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.
საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შესაბამის სასამართლოს
გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები