სოხუმში, ეშბას ქუჩაზე მდებარე მსხვილ სავაჭრო ობიექტში ცეცხლი
გაჩნდა.
„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, ხანძრის შედეგად, 200 კვადრატული მეტრი
ფართობი დაიწვა. განადგურებულია სუპერმარკეტ „სოხუმის“ ფასადი.
ადგილზე 30-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი
ლოკალიზებულია.
გამოცემის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა
სამსახურში თვითმხილველმა წუხელ, დაახლოებით, ღამის 2 საათზე დარეკა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.
მასალის გამოყენების პირობები