რეგიონი
კერძო საკუთრებაში არსებული ტექნიკა მერიის სამსახურში
რამდენიმე დღეა სოფელ ინგირში ევკალიპტის ხეების გადაბელვაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სამუშაოებს ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრი აწარმოებს, თუმცა როგორც "ათინათმა" გაარკვია, ტექნიკა ამ ცენტრს არ ეკუთვნის.

თავდაპირველად, მისი ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ტექნიკა "კეთილმოწყობის ცენტრის ბალანსზე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებული ტექნიკის სერიული ნომრები ადგილზე მომუშავე ტექნიკის ნომრებს არ დაემთხვა, პერტაიამ გვიპასუხა, რომ "ტექნიკა მეგობრებისგან ითხოვა". მისივე მტკიცებით, ბიუჯეტიდან თანხა არც საწვავის შესაძენად იხარჯება.





"ჩემი მეგობრები არიან, დავურეკე და ვთხოვე დახმარება რადგან ჩვენს ბალანსზე არსებული ზოგიერთი ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, ხოლო ამწე ვერ წვდება აღნიშნულ ხეებს, ამიტომაც გახდა საჭირო ჩემი მეგობრის შეწუხება. კეთილი ადამიანები არიან და სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - გვითხრა აიპპ კეთილომოწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნოე პერტაიამ.



რადიო "ათინათი" ნოე პერტაიას მიერ დასახელებული მეგობრებიდან ერთ-ერთს, ამწე-კალათა ექსკავატორის მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მსგავსად გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება. ის ამბობს, რომ ბათუმში ცხოვრობს და ზუგდიდში მეგობრის თხოვნით ჩამოვიდა.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბოლო ორ წელიწადში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ კეთილომოწყობის ცენტრის ბალანსზე არსებული ტექნიკის შეკეთებასა და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.






მიუხედავად ამისა, კერძო მესაკუთრეებისგან ტექნიკის თხოვნაში პრობლემას ვერ ხედავს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვეთ ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. პრობლემას ვერ ვხედავ თხოვნაში, ტექნიკა არის სხვადასხვა ტიპის, ჩვენი ტექნიკა ხეებს ვერ მიწვდა, ამიტომ გახდა საჭირო სხვისი ტექნიკის გამოყენება", - აღნიშნა გოგიამ.

ინგირში ევკალიპტების გადაბელვის ნებართვა გამგეობამ 2 ნოემბერს გასცა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სამუშაოები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ტარდება. აღნიშნულ მონაკვეთზე 6 ძირი ევკალიპტის მოჭრა და 11 ძირის გადაბელვა იგეგმება.



კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ინგირის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა და გადაბელვა არ უკავშირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კერძო მესაკუთრისგან ასწლოვანი მუხის შესყიდვას, რომელიც დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ამავე გზას გაივლის. მათი თქმით, ეს გეგმიური სამუშაოებია, რადგან ხეები ავარიულია და პრობლემის მოგვარება აუცილებელია.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.