პრემიერ-მინისტრის თანაშემწე რეგიონში არსებულ პრობლემებს გაეცნო (ვიდეო)
17:45 / 28.11.2017
რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევბზე არასამთავრობო
სექტორის, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა
დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში იმსჯელეს. ადამიანის უფლებათა და
გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სოფო
ჯაფარიძის თქმით, შეხვედრის შედეგად რამდენიმე, მათ შორის,
დევნილებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემები
გამოიკვეთა.
"აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება
სჭირდებათ, ხშირ შემთხვევაში, არა აქვთ დასარჩენი ადგილი. ამიტომ
აუცილებელია თავშესაფრის მსგავსი დაწესებულების მოწყობა. ასევე,
საუბარი იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე, ქალთა
ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. არსებობს ისეთი
პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს რიგი უწყების
ურთიერთშეთანხმებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის ასოციაცია "თანხმობის"
ხელმძღვანელის იულია ხარაიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ისინი
განიხილავენ ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, რომლებშიც მოსახლეობისთვის
ძირითადი და აუცილებელი საჭიროებები უნდა გაიწეროს.
"ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ გეგმის
იმპლემენტაციაში. სწორედ ამიტომ მოგვყავს ყველა უწყება, რომელიც
მუშაობს რეგიონის დონეზე", - აღნიშნა მან.
შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" და "ქალ
მშვიდობისმყოფელთა" გლობალური ქსელის ერთობლივი პროექტის ფარგლებში
შედგა. ის პრემიერის აპარატის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით ხორციელდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები