ერთი წლის წინ გარდაცვლილი შოთიკო ცირგაის ოჯახმა აქცია გამართა (ვიდეო)
14:01 / 30.11.2017
ერთი წლის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაის ოჯახის წევრებმა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში
აქცია გამართეს. გარდაცვლილის დედის ირინა წურწუმიას თქმით, ისინი
დღეს არაფერს არ ითხოვენ, საავადმყოფოში მხოლოდ იმისთვის მივიდნენ,
რომ მათი შვილის ყოფილ მკურნალ ექმის თავი შეახსენონ.
„უკვე აღარაფერს ვითხოვთ იმიტომ, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ ვერაფერს,
ვინ არ შევაწუხე, მაგრამ უშედეგოდ. ჯანდაცვის სისტემა გვქონია ასეთი,
რომ ვერაფერს მოითხოვ", - თქვა გარდაცვლილის დედამ.
ჩხოროწყუს მკვიდრი შოთიკო ცირგაია პირველად სამედიცინო დაწესებულებაში
2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის
შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე
დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი
პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი
რეფერირებისას გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა საავადმყოფოს შენობასთან
მკურნალი ექიმის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე
გამართა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები