ფოთში, სამაცივრე საწყობში "აისბერგ- ფოთი" უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საწყობში მუშაობდა,
როდესაც მძიმე ტვირთი დაეცა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შს
სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები