ლენჯერში მამაკაცის ცემის ფაქტზე, რომელიც მესტიის საავადმყოფოში
გარდაიცვალა, პოლიციამ ორი ძმა დააკავა.
დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, მათ მომხდართან არავითარი
კავშირი არ აქვთ.
ლენჯერის გამგებლის ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, მამაკაცი
ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. მისივე თქმით, შემთხვევა 27 ნოემბერს
მოხდა. მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის
შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი
გადარჩენა ვერ მოახერხეს.
აღნიშნულზე საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე თემაზე:
მესტიაში
მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები