აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი თითქმის სამჯერ შემცირდა
აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი მანდარინის რაოდენობა, გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
2,7 - ჯერ შემცირდა. წერს გამოცემა „აფსნი ლაიფი“ სოჭის
საბაჟო-გამშვები პუნქტის მონაცემებზე დაყრდნობით.
სეზონის დასაწყისიდან ამ დრომდე რუსეთში 1,5 ათასი ტონა მანდარინი
გაიტანეს. დღე - ღამის განმავლობაში, მებაჟეები 25 ტონამდე პროდუქციას
აფორმებენ. უწყების ცნობით, 2016 წლის ამავე პერიოდში რუსეთში 4 ათას
ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა. დღე - ღამეში საშუალოდ, 60-დან 68
ტონამდე.
„ადლერის“ საბაჟო პუნქტის პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი
მოთხოვნა მანდარინებზე საახალწლო დღესასწაულების წინ ფიქსირდება,
ამდენად, „მანდარინის სეზონის“ პიკი დეკემბრის შუა რიცხვებშია
მოსალოდნელი. გასული წლის დეკემბერში მებაჟეებმა 12 ტონა მანდარინი
გააფორმეს.
მასალის გამოყენების პირობები