თურქული „MEDICAL PARK“- ი ზუგდიდში საკონსულტაციო ცენტრს გახსნის (ვიდეო)
15:03 / 02.12.2017
თურქული სამედიცინო კორპორაცია „MEDICAL PARK“- ი ზუგდიდში
საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს. კლინიკის გენერალური
დირექტორი
აბდულაჰ ჯანთურქი დღეს ტექნოპარკში მედიკოსებს შეხვდა და მათ
აღნიშნული ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კომპანიის
წარმომადგენლების თქმით, ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში თურქი
ექიმები თვეში ერთხელ ჩამოვლენ და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ,
ხოლო მკურნალობის მსურველი პაციენტები 20%-იანი ფასდაკლებით
ისარგებლებენ.
„MEDICAL PARK“ - ი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელია,
რომელიც 33 სამედიცინო ცენტრს მოიცავს და ავადმყოფების
კომპლექსურ რეაბილიტაციაზე მუშაობს.
შეხევდრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც
ესწრებოდნენ.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები