მესტიაში მშენებარე ჭალა-ჰესის მიმდებარედ აქციის მონაწილეები,
რომლებიც გუშინ შეიკრიბნენ,
ამ დრომდე რჩებიან. ერთ-ერთი მათგანის დავით გულბანის თქმით, მათ
წუხელ ღამე გაათენეს და დაშლას არ აპირებენ, სანამ კომპანია ტექნიკას
არ გაიყვანს.
„ნაწილი ტექნიკის გაიყვანეს, მაგრამ არ ვიქნებით, სანამ სრულად არ
დატოვებენ ტერიტორიას“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ გულბანმა.
კომპანია „სვანეთი ჰიდროში“ კი, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს,
აცხადებენ, რომ ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ
ფლობენ.
ადგილობრივები სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი
თქმით, მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რამაც ეკოსისტემას სახე
შეუცვალა.
ამავე თემაზე:
მესტიაში აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ
მასალის გამოყენების პირობები