საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ
გადაღებული ფილმი "ხიბულა" პარიზში უჩვენეს. „ხიბულა“, რომლის
რეჟისორი გიორგი ოვაშვილია, საქართველოს პირველი
პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანანასკნელ 50 დღეს
ასახავს. ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 99 წუთია, იმ ეპიზოდიდან იწყება,
როცა გამსახურდია დევნილობაში აღმოჩნდა.
სურათში პრეზიდენტის როლს ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი
ასრულებს.ფილმს 2016 წლის მარტსა და აპრილში საქართველოს სამ
სხვადასხვა რეგიონში - რაჭაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში
იღებდნენ. რეჟისორის თქმით, გადაღებების დაწყებამდე კვლევის პერიოდში
მან და სცენარის ავტორმა ჰოლანდიელმა რულოვ იან მინებომ ის გზა
გაიარეს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ დევნილობის დროს გაიარა, თუმცა
ტერიტორია მიუვალი და შესაბამისად, გადაღებები სხვაგან
მიმდინარეობდა.
„ხიბულას“ გადაღება მილიონნახევარი ევრო დაჯდა. ფილმი საქართველოს,
გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქციაა, სადაც თანხის 25%
საქართველომ გამოყო, თანხის დანარჩენი ნაწილი გერმანული და ფრანგული
ფონდებიდან მოიპოვეს.
ამავე თემაზე:
ზვიად
გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში
გამოდის (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები