ფოთში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ ბალახი იწვის. ფოთის ვიცე მერის
თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება და შესაბამისად, პანიკის
საფუძველი
არ არსებობს.
„არც მოსახლეობას ემუქრება საფრთხე, ის ტერიტორია, სადაც ხანძარია,
წყლის არხებითაა შემოსაზღვრული და ბალახი იწვის, "- აღნიშნა ვიცე
მერმა მამუკა პაპასკირმა.
ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები