საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
რამაზ ბ. დააკავეს.
უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის
გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით
მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რ.ბ. მაშინ დააკავეს, როცა
ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10
000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას ვადით 11 დან 15 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები