სოხუმში საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს. ქალაქის
ადმინისტრაციის წარმომადგენლის დმიტრი ახუბას განცხადებით, 18 -
მეტრიანი ნაძვის ხის მოწყობა ერთ კვირაში დასრულდება.
გარდა ამისა, კიდევ ორი ნაძვის ხე, ახალ რაიონსა და ძველ რაიონში
დაიდგმება. ახუბას ინფორმაციით, საახალწლო და საშობაო
დღესასწაულებისთვის, მოირთვება ქალაქის მთავარი მოედნები.
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1
– 4 და 8-15 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები