მესტიის მერი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება
მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია თუ რას ემსახურება
მესტიაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქცია. მისი
თქმით, სანამ ჰესების მშენებლობა დაიწყებოდა სახალხო განხილვები
გაიმართა, სადაც პრეტენზია არცერთ მოქალაქეს არ
გამოუთქვამს.
„არ მესმის რას ნიშნავს ახლა ეს აქციები, როდესაც სახალხო განხილვებზე
აქციის მონაწილეთაგან ერთიც არ გამოსულა. დღეს სამუშაოების 60% უკვე
შესრულებულია, რამდენად სწორია აქ ახლა ამ აქციების გამართვა. ჩემთვის
გაუგებარია რას ემსახურება ეს აქცია“, -განაცხადა
ჟორჟოლიანმა.
მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ ამ წუთებშიც
მიმდინარეობს აქცია. აქციის მონაწილეები სვანეთში ჰესების მშენებლობის
შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს,
რამაც ეკოსისტემას სახე შეუცვალა.
მასალის გამოყენების პირობები