შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო
დღე ასოციაცია
„ათინათის“ ახალგაზრდულმა
ორგანიზაცამ „pita” აღნიშნა.
ღონისძიებაზე ბავშვები ერთმანეთს ხატვაში და სხვადასხვა აქტივობაში
შეეჯიბრდნენ, რისთვისაც მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„ჩვენმა ორგანიზაციის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს ერთი
ლამაზი დღე მოეწყოთ, შშმ ბავშვებისთვის. აღნიშნული ღონისძიების
მიზანია, რომ საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
თანამოქალაქეების მიმართ უფრო ტოლერანტული იყოს“, - აღნიშნა
ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა სალომე გუგჩიამ.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.
მასალის გამოყენების პირობები