ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გაიხსნა (ვიდეო)
15:14 / 06.12.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალადობის
მსხვერლი ქალების თავშესაფრის პრეზენტაცია გაიმართა.
თავშესაფარი, რომელიც რეგიონში პირველია, ასოციაცია "მერკურმა"
პოლონელ პარტნიორებთან ერთად გახსნა. ასოციაციის ხელმძღვანელის ნანა
თოდუას თქმით, სახლში, რომელიც 12 ბენეფიციარზეა გათვლილი, ქალები
საკუთარ შვილებთან ერთად შეძლებენ დარჩენას.
"უკვე ორი წელია, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა
მიმდინარეობს. ახლა კი თავშესაფარი მზად არის ბენეფიციარების
მისაღებად. გარდა ამისა, ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სტრუქტურასთან,
მათ შორის, პოლიციასთთან, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის
წარმომადგენლებთან", - აღნიშნა თოდუამ.
პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის HumanDoc Foundation-ის
კოორდინატორის დომენიკა სპრინგერის თქმით, თავშესაფრის გახსნა
პრიორიტეტული იყო, რადგან სამეგრელოს რეგიონში მსგავსი დაწესებულება
არ არსებობდა.
თავშესაფრის ზუსტ ადგილმდებარეობას ორგანიზატორები ბენეფიციარების
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებენ. შენობის რეაბილიტაცია
და ფუნქციონირება პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის
გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში
განხორციელდა. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ
არის თანადაფინანსებული, მისი სპონსორი კი შპს "ბეიბი ლაინია".
შეხვედრას მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები