მალთაყვაში ზღვისპირა ნაძვნარში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში
გარდაცვლილი იპოვეს. ის გურიაში, ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში
ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ტუღუში როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე,
მთავარ ლიგაში მსაჯობდა.
ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ ტუღუში
მოკლულია.
მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო,
რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები