ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგელმა საქონელი ისევ დაგლიჯა.
მონადირეთა კლუბის პრეზიდენტის ბაჩანა კვირკველიას თქმით,
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მტაცებლებმა რამდენიმე შინაური
პირუტყვი დაგლიჯეს.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე მგელზე ლიცენზია, თუმცა, უკვე აღარ გვაქვს
უფლება, რომ დავხოცოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმაა“, - აღნიშნა
ბაჩანა კვირკველიამ.
ისინი დამატებითი ლიცენზიის მოლოდინში არიან.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ურთაში მგელმა რამდენიმე ათეული
შინაური ცხოველი დაგლიჯა, ბოლო ფაქტი სოფელში წუხელ დაფიქსირდა.
ამავე თემაზე:
ურთაში
მგლები დახოცეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები