NASA - ს ქალი ასტრონავტი ზუგდიდში ახალგაზრდებს შეხვდა (ვიდეო)
16:48 / 07.12.2017
ტექნოპარკში NASA - ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი სკოლის მოსწავლეებს
შეხვდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრა. ის ჩვენს ქალაქს ამერიკის
საელჩოს ინიციატივით,
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის
ფარგლებში ეწვია. მან მოზარდებს უთხრა, რომ ზოგჯერ ქალებს
მამაკაცებთან ასოცირებულ სამსახურებში თავის დამკვიდრება უჭირთ, თუმცა
საწინააღმდეგო აზრი ბევრჯერ დაუმტკიცებია.
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტეს, რომ ჩამოვსულიყავი, რათა
მესაუბრა ჩემს პირად ცხოვრებაზე, მიღწევებსა და გამოცდილებაზე.
ამასთან, აქ მოსულ ახალგაზრდებს მოვუწოდე, რომ კარგად ისწავლონ,
რადგან არ იციან თუ რა შესაძლებლობებს ფლობენ“, - აღნიშნა ჰაიდი
ფაიფერმა.
ქალ კოსმონავტთან შეხვედრას აშშ-ის პროექტ “ამერიკულ ჰაკათონში ”
მონაწილე მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. მათ ტექნოპარკში თავიანთი
ნამუშევრებიც გამოფინეს.
ასტრონავტმა საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად,
ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე, ასევე ნაჩვენები იყო
დოკუმენტური ფილმი ფაიფერის კოსმოსური ფრენების შესახებ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები