ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათის“ ოფისში
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“
ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი
იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს
შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ რეგიონის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის
წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას,
პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც
მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის
ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის
წარმომადგენლებმა იმსჯელეს ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო
საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც
მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან
ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია
“ათინათის” მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. ის დაფინანსებულია
ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში,
რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის
კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე
მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს
ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის
ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების
განვითარების და დასაქმების ცენტრი.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები