სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დრანდის ციხიდან რუსი ე.წ.
მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩიკო როგავას გათავისუფლებას
ადასტურებს.
სუს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება ყოფილი
პატიმრის შვილს, პაატა როგავას, უწყების ცნობით, ისინი მის
გასათავისუფლებლად მუშაობენ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული
არჩიკო როგავა 5 დეკემბერს გაათავისუფლეს. მისი შვილის, თინათინ
როგავას ინფორმაციით, როგავა ახლა სახლში იმყოფება.
ამა-შვილი 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. რუსი ე.წ.
მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრის დათა
როგავას ინფორმაციით, არჩიკო როგავას საზღვრის უკანონო
გადაკვეთაედებოდა ბრალად, პაატა როგავას კი ხელისუფლების
წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც.
მიმდინარე წლის აგვისტოში დე-ფაქტო სასამართლომ არჩიკო როგავას ორი
წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა.
ამავე თემაზე:
რუსი
სამხედროების მიერ რიყეში დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლეს
მასალის გამოყენების პირობები