ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით
ს.კ. "გურიის" აღმასრულებელი
დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე ზუგდიდში იკითხება. სამხარეო
პოლიციაში შესვლამდე მან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ამ
საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაიკითხა.
„არ ვიცი, რა დამატებითი კითხვები აქვს გამოძიებას. დიახ, მე ვიყავი
მისული თანხასთან დაკავშირებით.ოჯახი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ვერ
გაამტყუნებ.ყველაფერს დაადგენს გამოძიება», - დასძინა
ჩხაიძემ.
მალთაყვაში ზღვისპირა ნაძვნარში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში 6
დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. ის გურიაში, ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში
ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ტუღუში როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე,
მთავარ ლიგაში მსაჯობდა.
ოჯახს ტუღუშის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ტუღუში
მოკლულია. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
მალთაყვაში
ფეხბურთის მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს
მასალის გამოყენების პირობები