10-12 დეკემბერს მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია
მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.
„ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს
მოსალოდნელი ნალექების გამო, 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია
მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, - ნათქვამია გარემოს
ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში
თოვლის სახით უხვი ნალექია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები