რიკოთის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე დღე მოძრაობა იზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე
გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების
მიზნით,
11-დან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00
სთ-მდე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა იკრძალება.
„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი
გვირაბის შემოსავლელ გზაზე”, - აღნიშნულია საავტომობილო გზების
დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები