ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ საავადმყოფოს ეზოში
ფასიანი პარკირების ადგილის მოწყობა დაიწყო. შესასვლელთან ბანერი
წარწერით, „შესვლა ფასიანია“ უკვე დამონტაჟდა. ჰოსპიტალის დირექტორის
ნიკა ჭეჟიას თქმით, გადახდის სისტემა ჯერ არ არის ამოქმედებული,
რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
„ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ სადგომზეა საუბარი, რადგან გარკვეული
რაოდენობა თანამშრომლებს ეკუთვნით. რაც შეეხება ფასებს, ჯერ არ არის
გადაწყვეტილი, ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი ლარი. მანქანის გაჩერება
ფასიანი არ იქნება პაციენტებისთვის, ისინი შემოსასვლელთან აიღებენ
სპეციალურ საშვს, რომელსაც გასვლისას დატოვებენ. ხოლო სხვა
დანარჩენისთვის ეზოში შემოსვლა და მანქანის დაყენება ფასიანი
გახდება“, - განმარტა ნიკა ჭეჟიამ.
გარდა ამისა, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფასიან სადგომს
„თაუნ პარკიც“ მოაწყობს. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის წინა
მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით პირდაპირი განკარგვის წესით
კომპანია „თაუნ პარკს“ 10 წლის ვადით გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები