ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების
ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას
ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე,
სამართალდამრღვევი პირები გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანებისათვის
ისინი 31 მუხლის 1 და მე-7 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდნენ.
ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველას
მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის
ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული
ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ
ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში,სამართალდამრღვების მიმართ
ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები