ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში ხანძარი გაჩნდა. საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით,
ცეცხლი
შეშის ღუმელს გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მოსწავლეებმა და
მასწავლებლებმა ცეცხლმაქრებით მალევე შეძლეს.
„ბავშვებმა შეშა ღუმელზე გასაშრობად დაალაგეს და წაეკიდა. 2 კვ.მ.
კედელი არის გაჭვარტლული, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, -
აღნიშნა ფარცვანიამ.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესი უკვე აღდგენილია. ადგილზე
მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომელიც სკოლის
ადმინისტრაციამ ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
გამოიძახა.
მასალის გამოყენების პირობები