სოხუმის მთავარი ნაძვის ხე შობა - ახალი წლისთვის ახალი სათამაშოებით
მოირთვება, ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის მთავარმა მხატვარმა
რუსლან გაბლიამ „სპუტნიკს“ განუცხადა.
"მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა დიდი ხე და ბუჩქი განათდება, ჩვენი
ამოცანაა, რომ ნაძვის ხე 15 დეკემბრისთვის იყოს მზად. მისი სიმაღლე 18
მეტრია, გასულ წელს წვიმები იყო, ამიტომ, თადარიგი წინასწარ
დავიჭირეთ, წელს, ნაძვის ხის აწყობა პირველი რიცხვიდან დაიწყო ", -
აღნიშნა მან.
მისი თქმით სათამაშოებს და გირლიანდებს, 15 დეკემბრისთვის რუსეთიდან
ჩამოიტანენ. ამავე ცნობით, მოედანზე საშობაო ბაზრობა მოეწყობა
საახალწლო, სადაც სათამაშოები და ტკბილეული გაიყიდება.
მასალის გამოყენების პირობები