TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში ქალების რაოდენობა გაზრდილია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული
კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო
სვანეთის მუნიციპალიტეტებში ქალები 2014 წელთან შედარებით მეტი არიან
წარმოდგენილები. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ სენაკისა
(25%) და წალენჯიხის (26,6%) წარმომადგენლობით ორგანოებს, რომელშიც
8-8 ქალია წარმოდგენილი.
„წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით ქალთა წარმომადგენლობის
ყველაზე დიდი ზრდა (16%) ფოთის საკრებულოშია. ქალი წევრების რაოდენობა
არ შეცვლილა მესტიის და ჩხოროწყუს საკრებულოებში, სხვაგან კი
გაიზარდა. მხოლოდ ერთი ქალი წევრია აბაშის საკრებულოში, აბაშა ასევე
ერთადერთია, სადაც საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა შემცირდა
3.15%-ით“, - აღნიშნულია TI-ის ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები