მესტია-ხაიში საავტომობილო გზის მონაკვეთზე ამ წუთებში მოძრაობა
აღდგენილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ მესტიის მერის მოადგილემ ნელი ნავერიანმა განუცხადა. მისი
ინფორმაციით, დიდი ლოდებისა და მიწის ჩამოშლის გამო, ავტომობილის
მოძრაობა, თითქმის, ორი საათით იყო შეზღუდული.
„სავარაუდოდ, ჩამოშლა გამოიწვია ამინდებმა. საკმაოდ დიდი ზომის
ლოდებზეა საუბარი, რომელსაც აკავებს ყინვა. რთული მონაკვეთია, თუმცა,
კომპანია „ლიდერ პლიუსის“ წარმომადგენლები ადგილზე მორიგეობენ“, -
აღნიშნა ნავერიანმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მიწისა და ლოდების ჩამოშლის საშიშროება არ
არსებობს, თუმცა, ტექნიკა და ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება და
საავტომობილო მოძრაობის პარალელურად მუშაობს. სავარაუდოდ, ნაკლებად
დატვირთულ პერიოდში, გზას კომპანია, რომელსაც სახლემწიფო გზის
მოვლა-შენახვა ევალება, სრულად გაწმენდს.
მასალის გამოყენების პირობები