დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის წევრი ომარ ჯინჯოლია
არასრუწლოვანთათვის საკომენდანტო საათის შემოღების წინადადებით
გამოვიდა.
მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც
მოქალაქეთა სოციალური დაცვისკენ მიმართული კანონების პაკეტს
შეიმუშავებს. მასში განისაზღვრება ისეთი ცნებები, როგორიცაა
უსახკლკარობა უმეთვალყურეობა, ასევე, კანონები მრავალშვილიანი დედების
მხარდაჭერის და მოზარდებისთვის კომენდანტის საათის შემოღების
შესახებ.
«პროკურატურა ითხოვს არასრულწოვანების შეზღუდვას ღამის საათებში», -
თქვა ჯინჯოლიამ.
„პარლამენტის“ სხვა წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას და მიიღეს
დადგენილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც აღნიშნული
კანონების შეიმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები