დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია,
პრეზიდენტის, გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით,
სამუშაო ვიზიტით ბირუსელში იმყოფება.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც, ბელგიაში აფხაზეთის
სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობაში გაიმართა, „რესპუბლიკის
საინვეტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინეს.
გამოცემის ცნობით, ის აფხაზეთისა და ბელგიის ბიზნეს წრეებს შორის
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით იყო
ორგანიზებული“.
გამოცემის ცნობით, პრეზენტაციას, 60 - ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა,
მათ შორის, რუსეთის სავაჭრო პალატის და საელჩოს წარმომადგენლები
ბელგიის სამეფოში, გაეროს და ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ასევე
აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები