ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 000 ღერი უაქციზო სიგარეტი
ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე
კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 12 და 13 დეკემბერს აქციზური მარკის
სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო სიგარეტის
შენახვა-გადაზიდვის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა
მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები